
რუსთავში. CC-BY-NC-ND მარკო ფიბერ / Flickr.
გასულ კვირას, საქართველოში დაიწყო საჯარო განხილვები მმართველი კოალიციის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. წინა წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ის ემზადება ქვეყნის კონსტიტუციის შესაცვლელად.
ქართული ოცნების პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნა, რათა შემუშავებულიყო ცვლილებების პროექტი, რომელიც შემდგომ საჯარო განხილვების და ორი საპარლამენტო კენჭისყრის საგანი გახდებოდა. საწყისშივე, კომისიას მწვავედ აფერხებდა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის - არაერთმა წევრმა დატოვა კომისია და მას ბოიკოტი გამოუცხადა. საპასუხოდ, ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა კომისიის გეგმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად პარლამენტში არჩევის წესი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებიდან მხოლოდ პროპორციულით განისაზღვრება, შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და გაუქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი. ოპოზიციის მიხედვით, მმართველი პარტია გამოიყენებს ამ ცვლილებებს ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად.
თუმცა, ოპოზიციას ჯერ არ გამოუთქვამს აზრი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესახებ. ეს მუხლი უკრძალავს პარლამენტს გადასახადების გაზრდას სპეციალური რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. რეფერენდუმის ჩატარების უფლება კი მხოლოდ მთავრობას აქვს. ეს მუხლი საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ნაწილია. თავისუფლების აქტი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს მიიღო, რათა საბიუჯეტო შემოსავლების წყაროების შეზღუდვით, მკვეთრად დაესუსტებინა მომდევნო მთავრობები და კომპანიების თუ ბაზრის „თავისუფლების“ სახელით, ჩაეკეტა პროგრესული საგადასახადო სისტემის პერსპექტივა. ამგვარად, ლიბერტარიანული იდეოლოგია გამაგრდა ქვეყნის კონსტიტუციაში, რაც ავნებს იმედდაკარგულ ქართველ მშრომელებს.
სამსახურის წართმევა გადასახადების ამკრებთათვის
2003 წლიდან, სააკაშვილის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს საგადასახადო სისტემა შეიცვალა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და რეგრესულ სისტემად იქცა. გადასახადების მხოლოდ ექვსი ტიპი მოქმედებს: 20%-ანი საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი (რომელიც უკვე გაუქმდა - კომპანია არ იხდის გადასახადს ხელახალი ინვესტიციის შემთხვევაში); სააქციზო გადასახადი რამდენიმე შერჩეულ პროდუქტზე; 18%-ანი დღგ გადასახადი; გადასახადი იმპორტზე, რომელიც 0%-დან 12%-მდე მერყეობს და ქონების გადასახადი 1%-მდე. არ არსებობს პროგრესული გადასახადები, გადასახადი მემკვიდრეობაზე ან სოციალური დაცვის გადასახადები.
ვარდების რევოლუცია, 2003 წელს. CC A-SA 3.0: Wikimedia Commons.
2010 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ გაატარა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც შეზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გადაანაწილა ძალაუფლება მინისტრთა კაბინეტის სასარგებლოდ. ამავდროულად, საჯარო თუ პირადი კონსულტაციების გარეშე, სააკაშვილმა შეიტანა მუხლი და თანმდევი ორგანული კანონი -ე.წ. „თავისუფლების აქტი“ - რომელიც კრძალავს გადასახადების გაზრდას.
ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ) კი შეეწინააღმდეგა, ხოლო საერთაშორისო მრჩეველებმა დიდი ძალისხმევის ფასად, მიაღწიეს შეღავათს, რომელიც ნებას რთავს მთავრობას გაზარდოს გადასახადები სამ წლამდე ვადით განსაკუთრებულ შემთხვევბში. როგორც სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე - საქართველოს საბაზრო რეფორმების მთავარი არქიტექტორი - წერენ თავიანთ სტატიაში „საქართველო: წარმატების მომტანი ყველაზე რადიკალური რეფორმები“: იდეა მდგომარეობდა ისეთი შეზღუდვის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფდა მთავრობის მიერ წინა პერიოდში გატარებული რეფორმების შეუქცევადობას და საფუძველს ჩაუყრიდა ეკონომიკური თავისულების პრინციპების ხელშეუხებლობას.“
94-ე მუხლი გამორიცხავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს საჯარო და პოლიტიკური დღის წესრიგიდან
შესაბამისად, 94-მუხლი ზღუდავს მთავრობის ხარჯებს 30%-მდე მ.შ.პ.-სთან მიმართებაში, ვალს 60%-მდე და საბიუჯეტო დეფიციტის განაკვეთს 3%-მდე. რეფერენდუმის კითხვა შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ზრდას მთელი მოსახლეობისთვის. კითხვას პროგრესულ გადასახადებთან დაკავშირებით ორგანული კანონი კრძალავს.
ერთი თვის წინ, საკონსტიტუციო რეფორმების პროცესში, პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დღის წესრიგში დააყენა 94-ე მუხლის ამოღების საკითხი.
ეს სხვა საპარლამენტო ჯგუფებისგან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე გააკეთეს. ნაცვლად ამისა, 24 სხვა საჯარო ორგანიზაციასთან - მათ შორის საქართველოს პროფესიული კავშირების საკმაოდ მსხვილ კონფედერაციასთან - ერთად, მათ ხელი მოაწერეს წერილს ამ მუხლის ამოღების მოთხოვნით. თავის მხრივ, საკონსტიტუციო რეფორმების კომისიამ, რომელიც ძირითადად განიხილავს პარტიული მონაწილეობის, ქართული ენის შენარჩუნების და ქორწინების კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვრის საკითხებს, საბოლოო კენჭისყრაზე უმრავლესობით მისცა ხმა თავისუფლების აქტის შენარჩუნებას.
თავისუფლების აქტი სპობს ინკლუზიური, ჯანმრთელი და მდგრადი ეკონომიკის შენების შესაძლებლობას. ის აზიანებს ბიუჯეტს როგორც შემოსავლების წყაროების შემცირებით, ასევე ხარჯების შეზღუდვით.
ბოლო წლის განმავლობაში, ქუჩის დახლებით და მასობრვი აგიტაციით, საქართველოს კონსერვატიული ჯგუფები ითხოვდნენ ქორწინების მნიშვნელობის მკაცრ განსაზღვრას. გასაკვირი არ არის, რომ დასავლურმა მედიამ ძირითადი ყურადღება სწორედ „ქორწინების საკითხზე“ გაამახვილა და სრულიად უგულვებელყო კონსტიტუციის სხვა მავნე ასპექტები.
მართლაც, კომისიის გადაწყვეტილება მიგვანიშნებს უპირობო ერთგულებაზე თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიისადმი, რომელიც ახლა კონსტიტუციაში მყარდება. ვინაიდან კომისიამ დაასრულა მუშაობა, ცვლილებების პროექტზე დაიწყება საჯარო განხილვები, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭს უყრის პროექტს გაზაფხულის და შემოდგომის სესიებზე.
ზანტი ლიბერტარიანელები
თავისუფლების აქტი სრულიად არადემოკრატიულია. ის უზღუდავს ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს, დაბეგვრის უფლებამოსილებას და მხოლოდ მთავრობას ანიჭებს გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების უფლებას. სხვა საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 200 000 ხელმოწერით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ის გამორიცხავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს საჯარო და პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
თავისუფლების აქტი სპობს ინკლუზიური, ჯანმრთელი და მდგრადი ეკონომიკის შენების შესაძლებლობას
საქართველოს ამჟამინდელი ბიუჯეტი უმეტესწილად შედგება დ.ღ.გ. და საშემოსავლო გადასახადებისგან, რომლებსაც ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები უზრუნველყოფენ. არ არსებობს საშუალო კლასი, რომელიც გადაიხდიდა ქვეყნის ფუნქციონირების საფასურს.
მაშინ, როდესაც შრომითი უფლებები გაუარესება საპროტესტო ტალღებს იწვევს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე როგორც თავდაპირველი კონსტიტუცია თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალების ოცნებად იქცევა.

საპროთესთო აქციები რუსთაველზე, უმუშევრობი წინაღმდეგ აზოტის ქარხანაში. თებერვალში 1. ფოტო: OC Media.
არის გარკვეულად პროგრესული, თუმცა უმეტესწილად ზედაპირული შემოთავაზებებიც. მაგალითად, უფლება ინტერნეტზე. მაგრამ, საქართველოს მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, იქნება ეს სოციალური მომსახურება თუ უკეთესი განათლება შრომის ბაზარზე თვითრეალიზაციისთვის, საჭიროა პროაქტიური მთავრობა, რომელსაც შეეძლება ხელის შეწყობა. თავისუფლების აქტი ზღუდავს სოციალური კეთილდღეობის განვითარებას - შემოსავალი გადასახადებისგან, რაც საჭიროა გრძელვადიანი და ძლიერი სოციალური მომსახურების შენარჩუნებისთვის, შეზღუდული იქნება სანამ არ შეიცვლება საგადასახადო სისტემა. შესაბამისად, თავისუფლების აქტი ძალაში ტოვებს წინა მთავრობის ლიბერტარიანულ იდეოლოგიას, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობა ხალხმა 2012 წელს გადაირჩია.
თუ ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება არ მოხდება ახლავე, ახლო მომავალში მისი ამოღების შანსი არ მოგვეცემა - ამჟამინდელი პოლარიზაციის პირობებში, ცვლილებებზე თანახმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს დაღუპავს ქვეყანას და აიძულებს იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას, რომელმაც გააღატაკა და გაავალიანა ქართველები და უკეთესი ცხოვრების ერთადერთ იმედად ქვეყნიდან წასვლა დაუტოვა.
დასავლურ სახელმწიფოებს დემოკრატიული ინსტიტუტები და სოციალური კეთილდღეობა ერთ დღეში არ აუშენებიათ - ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავიანთი უფლებებისთვის. საქართველოშიც არის მოძრაობა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას. მართლაც, კომისიისადმი ღია წერილის ხელმომწერი 24 ორგანიზაცია გაერთიანდა და მომდევნო თვის განმავლობაში საქართველოს მასსტაბით საჯარო განხილვებში ამ საკითხის აქტუალიზაციაზე იმუშავებს. თუმცა, დრო, რომელიც ხალხის გათვითცნობიერებას და თავისუფლების აქტის წინააღმდეგ მობილიზაციას დასჭირდება იქნება ხანგრძლივი და სირთულეებით სავსე - და თუ 94-ე მუხლი ძალაში დარჩება, უკვე დაგვიანებული იქნება.
Read more
Get our weekly email
Comments
We encourage anyone to comment, please consult the oD commenting guidelines if you have any questions.