Skip to content

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აკავებს ნამდვილ ცვლილებას

საქართველოს კონსტიტუციაში ლიბერტარიანული პრინციპების განმტკიცებით, მმართველ პარტიას სურს შეინარჩუნოს მცირე მთავრობა და კიდევ უფრო მცირე სივრცე თანასწორობის პოლიტიკისთვის. English

Published:
29726110661_9b8d7217f4_z.jpg
29726110661_9b8d7217f4_z.jpg

რუსთავში. CC-BY-NC-ND მარკო ფიბერ / Flickr.

გასულ კვირას, საქართველოში დაიწყო საჯარო განხილვები მმართველი კოალიციის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. წინა წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ის ემზადება ქვეყნის კონსტიტუციის შესაცვლელად.

ქართული ოცნების პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნა, რათა შემუშავებულიყო ცვლილებების პროექტი, რომელიც შემდგომ საჯარო განხილვების და ორი საპარლამენტო კენჭისყრის საგანი გახდებოდა. საწყისშივე, კომისიას მწვავედ აფერხებდა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის - არაერთმა წევრმა დატოვა კომისია და მას ბოიკოტი გამოუცხადა. საპასუხოდ, ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა კომისიის გეგმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად პარლამენტში არჩევის წესი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებიდან მხოლოდ პროპორციულით განისაზღვრება, შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და გაუქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი. ოპოზიციის მიხედვით, მმართველი პარტია გამოიყენებს ამ ცვლილებებს ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად.