oDR: Opinion

ინვესტორის ძალისხმევამ ქართველი მშრომელების ინტერესები და ამერიკელი კონგრესმენების ვალდებუელებები ერთამენთს დააპირისპირა

როდესაც უცხიური ინვესტიციები ადგებიან გაურკევევლ გზას, შეერთებული შტატების ჩრდილი ყოველთვის იკვეთება ამ პროცესისი მიღმა.

სოფო ჯაფარიძე
31 January 2020, 12.01am
CC BY NC ND 2.0 orientalizing / Flickr

რედაქტორის შენიშვნა: ეს არის ინგლისური სტატიის თარგმანი. ჩვენ არ ვწერთ ხშირად ქართულად, მაგრამ ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი მკითხველებისთვის.

იოლი საქმე არ არის მიიზიდო უცხოური ინვესტიცია მაშინ, როცა 27 ქვეყანა ხელახლა ხდება მსოფლიო კაპიტალიზმის ნაწილი და ცდილობს თავის დამკვიდრებას. მსგავსად პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველომაც ნეოლიბერალური რეფორმები გაატარა. მართალია, გვიან, მაგრამ შესაშური ენთუზიაზმით.

საქარველოს მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით, სიამაყით აცხადებენ, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. უფრო მეტიც, ისინი ზოგჯერ მალავენ ბაზარში სახელმწიფოს ისეთ ჩარევასაც კი რაც ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რათა მათი იმიჯი არ შეილახოს. დანარჩენ მსოფლიოში, 2008 წლის კრიზისის შოკმა სხვადასხვა ეტატისტს თუ მემარჯვენე ანტილიბერალს ნეოლიბერალიზის წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა. საქართველოში ისევ ის პოლიტიკა გრძელდება, თითქოს არანაირ კრიზისს ადგილი არ ქონია. ქვეყანა აგრძელებს ისეთი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც რეგიონული და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მოთხოვნებსაც კი სცდება. ასეთი რეფორმების მაგალითებია ბრტყელი საგადასახადო პოლიტიკა და კერძო საპენსიო სისტემა, რომელსაც, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბიზნეს-ასოციაციების მხარდაჭერა აქვს.

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2015 წლამდე ის ნაკლებად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას. მას შემდეგ რაც კომპანიამ დედოფლისწყაროში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენისა და მისი ახალი მეთოდებით მოპოვების შესახებ განაცხადა (საუბარია ჰიდრო-ხლეჩაზე, ე.წ ფრეკინგზე), პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ბიზნეწრეების ყურადღება მიიპყრო. ამავე განცხადების თანახმად, რაიონში მათი მუშაობით, საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწევდა.

Get the free oDR newsletter

A weekly summary of our latest stories about the post-Soviet world.

იმ დროს, როცა საქართველოს სოფლების უმრავლესობა უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო იცლება, ქვეყნის ეს ნაწილი, ბუნებრივი რესურსების გამო, თავს შედარებით დაცულად გრძნობდა.

თუმცა, „ფრონტერას“ 100-მდე დასაქმებულისათვის საქმე სხვაგვარად იყო. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები დგვიანებით, ან საერთოდ არ აუღიათ. როგორც რამდენიმე მათგანმა მითხრა, ზოგიერთის მიმართ კომპანიას 11-14 თვის სახელფასო დავალიანებაა გააჩნია. დასაქმებულები თავიდან ითმენდნენ, რადგან ეგონათ, რომ ეს დროებითი იყო. კომპანიასთან მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობების შემდეგ „ფრონტერას“ მშრომელებმა თბილისში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. სამწუხაროდ მედიის მხრიდან ეს აქციები ჯეროვნად არ გაშუქებულა. ამ აქციებიდან ორი კვირის თავზე „ფრონტერამ“ 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. იქამდე სამუშაო ადგილი დაკარგული ჰქონდა ოფისში დასაქმებულ 8 ადამიანს, რომლებმაც უხელფასო შვებულებაზე უარი თქვეს. ხელფასების მიღების ნაცვლად მშრომელები უსამსახუროდ დარჩნენ.

ნავთობისა და გაზის მოპოვება არა მხოლოდ დედოფლისწყაროელ დასაქმებულებს აძლევს სამუშაოს, არამედ, მთლიანად, მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აღმოსავლეთ საქართველოს ამ ნაწილში სხვა სტაბილური სამსახური არ არის. დაბის გარშემო სოფლები გადარჩენისა და განვითარებისთვის მთლიანად ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე არიან დამოკიდებულები. იმ დროს, როცა საქართველოს სოფლების უმრავლესობა უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო იცლება, ქვეყნის ეს ნაწილი, ბუნებრივი რესურსების გამო, თავს შედარებით დაცულად გრძნობდა. ეს, ასევე, ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზე მოთხოვნა არსებობს- მაგალითად, ინჟინრებზე, გეოლოგებზე - განსხვავებით დანარჩენი საქართველოსა, სადაც სერვისისა და ტურიზმის სფერო დომინირებს.

მაგრამ საკითხი უფრო ღრმაა, ვიდრე გაუცემელი ხელფასები. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ყოყმანისა, რომელიმე კომპანიას პასუხი აგებინოს (რათა, ალბათ, ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში მაღლა წაიწიოს), მას მაინც მოუწია, „ფრონტერასთვის“, გრძელვადიანი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორისთვის, საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა.

პროცესი, რომელიც ხელშეკრულების ფინანსური ვალდებულებების დარღვევას ეხება, 2017 წელს დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ „ფრონტერაში“ დასაქმებულებმა 2019 წლის 25 დეკემბერს გაიგეს. ამ დღეს მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც მშრომელები შესაძლო ხანგრძლივ უმუშევრობაზე წუხდნენ (ეს განსაკუთრებით ეხება ასაკოვან თანამშრომლებს) და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ დარჩნენ წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე. ბევრმა ისიც ახსენა, რომ გადაუხდელობის გამო კომუნალური მომსახურება შეუწყდა, ან ბანკის სესხზე ჯარიმები დაერიცხათ.

83620958_2462167100765537_5147767167546032128_n.jpg
“ფრონტერას“ თანამშრომლების შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში | ფოტო: სოფიკო ჯაფარიძე

მშრომელების წუხილებს მოჰყვა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „2017 წელს არბიტრაჟში ვუჩივლეთ. პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როცა მთავრობა კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.“ მან კომპანიაში დასაქმებულებისთვის ინფორმაციის არმიწოდება იმით გაამართლა, რომ იურისტების რჩევის მიხედვით ეს ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა დარჩენილიყო. ის რომ ხელფასს არ გადაუხდიდნენ და უმუშევრები იქნებოდნენ, მშრომელებს მანამდე არც წარმოედგინათ: ისინი მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ველზე 1997 წლიდან, „ფრონტერას“ მოსვლის დღიდან, მუშაობდნენ. თან, საქმე ხომ „ამერიკულ კომპანიას“ ეხებოდა.

ამერიკა კი ამ საქმეში მნიშვნელოვნად ფიგურირებს. „ფრონტერას“ დირექტორს წარსულში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ ფაქტზე, რომ მისი კომპანია აშშ-შია რეგისტრირებული, ხოლო როცა საქმე ეხებოდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, აქცენტი კეთდებოდა ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობაზე გეოპოლიტიკურ ჭრილში. „ფრონტერაში“ დასაქმებულების ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ადგილი, თბილისში, აშშ-ს საელჩო იყო. ამ გზით მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკულ კომპანიაზე ზეწოლას მოახდენდნენ. წლების განმავლობაში „ფრონტერა“ „საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის“ წევრიც იყო, 2019 წელს კი, ის მან უეცრად, დატოვა. პალატა მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პოლიტიკის განსაზღვრაში. მაგალითად, ის შეეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციიდან პროგრესული გადასახადების აკრძალვის ამოღებას, რითაც მხარი დაუჭირა ბრტყელ საგადასახადო სისტემას.

იანვარში რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილი მისწერა, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებების გაუარესების გამო. ორ კონგრესმენს ტეხასიდან, სადაც „ფრონტერას“ სათავო ოფისია, კომპანიის ხსენება არ დავიწყებია. მათი სიტყვა ისეთივე კონტექსტით იყო გაჯერებული, როგორიც მათი წერილები: „ამერიკულ და ევროპულ ბიზნეს ინტერესებს ავიწროებენ და ექსპროპრიაციის მიზნით უტევენ.“

შემდეგ, 28 იანვარს, კონგრესში გამოსვლისას, კიდევ ერთმა კონგრესმენმა გააკრიტიკა საქართველო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. მანაც „ფრონტერა“ იგივე კუთხით მოიხსენია: „„ფრონტერა რისორსიზ“, რომელიც ტეხასიდანაა, საქართველოში უამრავი წლის განმავლობაში მუშაობდა. მათ შექმნეს კარგი სამუშაო ადგილები ამერიკაში და კარგი სამუშაო ადგილები საქართველოში. მათ თავისუფლება შექმნეს... ახლა კი საქართველოში უმოქმედოდ არიან.”

OpenSecrets.org-ის მიხედვით, „ფრონტერას“ ხელმძღვანელებმა დიდი თანხები გაიღეს ლობისტებისთვის: $230 000 აშშ დოლარი 2018 წელს და $150 000 აშშ დოლარი 2019-ში. ამ თანხებს ემატება პოლიტიკური შემოწირულობები, რომელთა მოცულობაც, 1998 წლიდან დღემდე, $201 600 აშშ დოლარს შეადგენს (OpenSecrets.org). 2017 წელს ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტი წარადგინა: თუ ამერიკულ ბიზნესებს დაბრკოლება შეექმნებოდათ, საპასუხოდ საქართველოსთვის, შესაძლოა, ფინანსური და სავიზო სანქციები დაწესებულიყო. iFact.ge-ს მიხედვით, ეს კანონპროექტი „ფრონტერას“ შეკვეთით განხორციელებულ ლობირების კამპანიას მოჰყვა.

OpenSecrets.org-ის მიხედვით, იმ ორმა ტეხასელმა კონგრესმენმა, რომელმაც თავის წერილში „ფრონტერა“ ახსენა (კონგრესმენი მარქვეინ მულინი და ბრაიან ბაბინი), კომპანიის ხელმძღვანელებისგან ბოლო წლებში შემოწირულობები მიიღეს ($5 700 და $5 500 აშშ დოლარი, ოდენობით). ტეხასელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, რომელიც 28 იანვარს „ფრონტერას“ მხარდასაჭერი სიტყვით გამოვიდა, 2016-2018 წლებში მისი ხელმძღვანელებისგან $9 200 აშშ დოლარის შემოწირულობა მიიღო (OpenSecrets.org). ჩემთვის ცხადია, რომ “ფრონტერას“ მხარდასაჭერი განცხადებების მიზანი, 2017 წლის სანქციების კანონპროექტის მსგავსად, საქართველოს მთავრობის შეშინებაა, რათა მან არ იმოქმედოს.

ამასობაში კი, ოჯახებს დედოფლისწყაროში თავიანთი მომავლის ეშინიათ. ისინი 2020 წელს უფულოდ შეხვდნენ, ახლა კი ფიქრობენ, აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას რაიმე ბერკეტი ან სურვილი ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან თავი დაიცვას. იანვარში, „ღია დემოკრატიასთან“ საუბრისას, ოთხმა დედოფლისწყაროელმა მშრომელმა აღნიშნა, რომ „ფრონტერა“ ოცამდე ყოფილ თანამშრომელს დაუკავშირდა, რათა დარჩენილი ნავთობის მარაგი გაეზიდათ. ისინი ამბობენ, რომ ყოფილმა თანამშრომლებმა შეთავაზებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს, მაგრამ მათ აღარავინ დაკავშირებია.

როგორც წესი, „ფრონტერას“ ტვირთი რკინიგზით გადააქვს, მაგრამ „საქართველოს რკინიგზამ“ რელსების შესაბამისი სექცია საფრთხის შემცველად მიიჩნია. როგორც მშრომელებს სმენიათ, დარჩენილი მარაგის გაზიდვა ტრაილერებით იგეგმება. ისინი ამბობენ, რომ ტრაილერებს შეაჩერებენ, რადგან, გაფუჭებული ურთიერთობიდან გამომდინარე, „ფრონტერა“ მათ ხელფასებს ალბათ აღარ გადაუხდის. მშრომელები აცხადებენ, რომ მთელი დაბა გაერთიანებულია, რათა კომპანიას ნავთობის დარჩენილი მარაგის გატანის საშუალება არ მისცეს.

„ღია დემოკრატია“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ფრონტერა რისორსიზს“, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

Ukraine's fight for economic justice

Russian aggression is driving Ukrainians into poverty. But the war could also be an opportunity to reset the Ukrainian economy – if only people and politicians could agree how. The danger is that wartime ‘reforms’ could ease a permanent shift to a smaller state – with less regulation and protection for citizens.
Our speakers will help you unpack these issues and explain why support for Ukrainian society is more important than ever.

We’ve got a newsletter for everyone

Whatever you’re interested in, there’s a free openDemocracy newsletter for you.

Get oDR emails Occasional updates from our team covering the post-Soviet space Sign up here

Comments

We encourage anyone to comment, please consult the oD commenting guidelines if you have any questions.
Audio available Bookmark Check Language Close Comments Download Facebook Link Email Newsletter Newsletter Play Print Share Twitter Youtube Search Instagram WhatsApp yourData